გულსართიGulsarti ჯერ ვემზადებით
← მთავარი

როგორ ვმუშაობთ

ჯაჭვი, წესები და ის, რაც ეტიკეტზე წერია.

ჯაჭვი

მიწიდან შენს თეფშამდე

ჯაჭვის ყველა რგოლს პირადად ვეცნობით: ფერმერს, მზარეულს და მიმტანს. კერძს თავად ირჩევ: ხედავ, რომელი კუთხისაა და ვინ ამზადებს.

  1. 1

    ფერმერი ზრდის

    ადგილობრივი ფერმერი მოიყვანს ბოსტნეულს, ამზადებს ყველს, ზრდის პირუტყვს.

    ფერმერს პირადად ვეცნობით და მის მეურნეობას ვნახულობთ, სანამ მასთან ვიმუშავებთ.

  2. 2

    მზარეული ყიდულობს

    შეკვეთის დღეს, ნაცნობი ფერმერებისა და მოვაჭრეებისგან.

    ვიცით, რა იყიდა და ვისგან.

  3. 3

    ამზადებს შენს შეკვეთას

    მზარეულის სამზარეულოში, ზუსტად იმდენს, რამდენიც შეუკვეთე.

    მზარეულს პირადად ვეცნობით და მის კერძებს თავად ვსინჯავთ, სანამ პირველ შეკვეთას მიიღებს.

  4. 4

    ფუთავს და აწერს

    დალუქულ შეფუთვაზე ეტიკეტია: ვინ მოამზადა, როდის, რა დევს შიგნით და საიდანაა ინგრედიენტები.

    ეტიკეტზე ჩანს, საიდანაა ყველა ინგრედიენტი.

  5. 5

    მოგიტანენ შეთანხმებულ დროს

    იმ საათზე, რომელიც შეკვეთისას აირჩიე.

    კერძი დროზე და დალუქული მოდის.

  6. 6

    აფასებ

    შეფასება პირდაპირ იმ მზარეულს ეწერება, ვინც მოგიმზადა.

    თუ რამე არ მოგეწონა, გავარკვევთ, სად რა მოხდა, ფერმერამდე.

მაგალითი

ვინ რას და სად ყიდულობს

ერთი შეკვეთის გზა. სახელები გამოგონილია.

  • ბატკნის ხორციფერმერი ზურაბი, კახეთი
  • ტარხუნა, მწვანილიბოსტანი, ნანა, მცხეთა
  • მწვანე ტყემალიბაზარი, იმავე დილით
  • თეთრი ღვინომარანი, კახეთი

ჩაქაფული · 2 ულუფა

მოამზადა
ნინო, დიდუბე
მომზადდა
ორშაბათი, 13:40
შიგნითაა
ბატკნის ხორცი, ტარხუნა, მწვანე ტყემალი, თეთრი ღვინო, მწვანილი
საიდან
ხორცი: ზურაბი, კახეთი; ტარხუნა: ნანა, მცხეთა; ღვინო: კახეთი

წესები

სახლის სამზარეულო რესტორანი არაა

ამიტომ ყველაფერი წინასწარ იგეგმება. ქვემოთ სახელები და კერძები გამოგონილია, მხოლოდ მაგალითისთვის.

ყველა კერძს თავისი დრო აქვს

ზოგი კერძი სწრაფად კეთდება, ზოგს რამდენიმე საათი სჭირდება, ზოგიც სეზონურია: ჩაქაფული, მაგალითად, გაზაფხულის კერძია. ყველა კერძთან წერია, რამდენით ადრე უნდა შეუკვეთო.

მაგალითი
  • ღომი, ელარჯი1 საათით ადრე
  • ჩაქაფული3 საათით ადრე
  • კუბდარიდღით ადრე

მზარეული თავად წერს, რამდენს მოასწრებს

ყველა მზარეული უთითებს, რამდენ ულუფას ან ცალს მოამზადებს კონკრეტულ დროში. როცა ადგილი შეივსება, ეს დრო აღარ ჩანს.

მაგალითი

ნინო · ჩაქაფული

  • 12:00–16:006 ულუფა, დარჩა 2
  • 16:00–20:006 ულუფა, დარჩა 6

მამუკა · კუბდარი

  • მთელი დღე3 ცალი

კვირის მენიუ წინასწარ

შეგიძლია ხუთი დღე ერთად შეუკვეთო და თავად დაგეგმო, ერთ მზარეულთან ან რამდენიმესთან.

მაგალითი
  • ორშაბათინინოჩაქაფული
  • სამშაბათიმამუკაკუბდარი
  • ოთხშაბათინინოჩიხირთმა
  • ხუთშაბათითამარიელარჯი
  • პარასკევიმამუკალობიანი

კუთხეები

ყველა კერძს თავისი კუთხე აქვს

კუთხე კერძს ეკუთვნის და არა მზარეულს: ერთი მზარეული შეიძლება რამდენიმე კუთხის კერძს ამზადებდეს. მაგალითად, ასეთ კერძებს, რომლებიც ქალაქში იშვიათად გვხვდება.

სახელი

რატომ გულსართი

გულსართი ჰქვია ქადის, მხლოვანისა და თუშური კოტორის შიგთავსს. გარედან ცომი ჩანს, მთავარი კი შიგნითაა: ის, რასაც მზარეული საკუთარი ხელით ჩადებს.

ჩვენთანაც ასეა: მთავარი ის ადამიანია, ვინც კერძს ამზადებს.

გინდა, პირველმა გაიგო?

შემატყობინეთ დაწყებისას